კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    
 

 

 
 
16.05.2012

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) რაჭაში სამანქანო მომსახურების ახალ ცენტრს გახსნის

ამბროლაურის რაიონი, სოფ. ბარეული, 2012 წლის 18 მაისი, 10:30სთ.  – აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის გუბერნატორი დავით გაგოშიძე და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად საზეიმოდ გახსნიან ბარეულის მექანიზაციის სერვისცენტრს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “მექანიზაციის პროექტის” მიერ არის დაფინანსებული.

 

23.04.2012

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ქვემო ქართლში სამანქანო მომსახურების ახალ ცენტრს გახსნის

გარდაბნის რაიონი, სოფ. თელეთი. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პოლიტიკის დაგეგმვისა და სწავლების ბიუროს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ლარი გარბერი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე, ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადგილობრივ ფერმერებთან ერთად საზეიმოდ გახსნიან თელეთის მექანიზაციის სერვისცენტრს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) “მექანიზაციის პროექტის” მიერ არის დაფინანსებული. 


04.04.2012

ტრენინგი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიურ მეთოდებზე

 

USAID-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგი თემაზე: "მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები“ ორგანიზებული იყო  CNFA-საქართველოს „მექანიზაციის პროექტის“ მიერ, რომელშიც 75 ადამიანი მონაწილეობდა სამი სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფიდან. პირველი ტრენინგი 2012 წლის 30 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში ჩატარდა. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს, გამოყენებითი ბიომეცნიერების პროგრამის, სხვადსხვა სპეციალობის სტუდენტებმა, აგრეთვე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა.

მეორე ტრენინგი ორგანიზებული იყო მექანიზაციის პროექტის მიერ დაფინანსებული სერვისცენტრების წარმომადგენლებისთვის, რომელიც გაიმართა 2012 წლის 3 აპრილს CNFA-ს ოფისში. დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში 2012 წლის 4 აპრილს, რომელშიც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ- მასწავლებლები.

ამერიკიდან მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტმა, პროფესორმა ჰერბერტ რიდმა თავისი მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარა ტრენინგის მონაწილეებს.

ტრენინგის მსვლელობისას განხილული საკითხები:

  • მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული მართვის მეთოდები;
  • მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდები;
  • მავნებლებთან ბრძოლის ტრადიციული მეთოდები.